როგორია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ?
11-09-2018
როგორია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ?
ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ინგოროყვას კლინიკის“ ექიმმა რეანიმატოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სარალიძეს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს და პაციენტის კლინიკიდან გაწერის ზუსტი დრო არ იცის.

"პაციენტის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საყურადღებოა იმ კუთხით, რომ გამოხატულია გლუკოზის მომატება სისხლში, ნორმაზე მაღალ ციფრებში, ასევე არის ჰიპოვოლემიური მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს კორექციას და რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. პაციენტს ასევე ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები და
ამის შემდეგ გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, მანამდე კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები