ზაზა სარალიძე პოლიციელებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის
ზაზა სარალიძე პოლიციელებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს შეურაცხყოფის მიყენების გამო ბოდიშს უხდის. შესაბამისი კომენტარი ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბარში კლინიკიდან გამოწერის შემდეგ გააკეთა.

სარალიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კვლავ პარლამენტის შენობასთან მივიდა და იქ მყოფ პოლიციელებს ბოდიში პირადად მოუხადა.

"სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო. გუშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი და პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ამას ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან დიდი სამეგობრო მყავს
არამარტო საპატრულო პოლიციაში, არამედ სპეცნაზში და ყველა სტრუქტურაში თითქმის, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ. აქედან გამომდინარე, რა შეურაცხყოფაც მივაყენე მათ, ამის გამო ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც ცნობილია, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სარალიძესა და საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც სარალიძემ სამართალდამცველებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა.

იხილეთ ვიდეო