"ტატოს ოცნება იყო, შვილი ჰყოლოდა... ბავშვს ეფერება - ჩემი გული, ჩემი სული ხარო"
12-09-2018
"ტატოს ოცნება იყო, შვილი ჰყოლოდა... ბავშვს ეფერება - ჩემი გული, ჩემი სული ხარო"
მოცეკვავეებს - მზია ორველაშვილსა და ტატო ხანთაძეს ბიჭუნა შეეძინათ. სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გავრცელდა, რომელშიც შვილთან ტატოს პირველი შეხვედრაა ასახული. ჩანს, რომ ახალბედა მამა სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს. ჩვენ ბედნიერ წყვილს დავუკავშირდით და გავესაუბრეთ.
ტატო ხანთაძე:
- ყველა ქართველს, ყველა ადამიანს ვუსურვებ ისეთ ბედნიერებას, როგორიც მე განვიცადე გუშინ. პირდაპირ გეტყვით: ვინც ამისთვის ემზადება, თამამად და კარგად უნდა მოემზადოს, თორემ ენით აღუწერელი შოკი მივიღე!


- ბიჭუნას რა დაარქვით?
- ალექსანდრე. რაც
მთავარია, ჯანმრთელია.

- ეს სახელი რატომ შეურჩიეთ?
- სახელებს შორის ჩემი ფავორიტია. ზოგჯერ ალექსანდრე მაკედონელსაც კი ვუკავშირებ.

- ბავშვის სქესი მის დაბადებამდე იცოდით?
- კი, როგორ არა! გოგონა იქნებოდა თუ ბიჭი, მნიშვნელობა არ ჰქონია - შვილი შვილია, უფლის ნება იყო...

- მზიკო პრეტენზიული ორსული ხომ არ იყო?
- არა, მაგრამ მის მიმართ მაინც მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენდი, როგორსაც მანდილოსანი იმსახურებს. ყველაფერმა წყნარად, მშვიდობიანად, იდეალურად ჩაიარა... უფალმა ისეთი ბედნიერება მარგუნა, რომ ჯერ კიდევ შოკში ვარ და არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გასტანს...

მზია ორველაშვილი:
- მშობიარობის წინ ვინერვიულე, რადგან პირველი მშობიარობა ძალიან რთული მქონდა. ყველაზე მეტად, ბავშვზე ვნერვიულობდი. ძალიან მეშინოდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე... ბევრი დამამშვიდებელი საშუალება მომცეს: ყვირილი, ტირილი არ დამიწყია, მაგრამ ემოციები ისე მომეძალა, რომ სახეზე მეტყობოდა, ძალიან შეშინებული ვიყავი. ხომ ვამბობდი, მეორე შვილი გოგო მინდა-მეთქი? თურმე, ორი ბიჭის დედობა ძალიან მაგარი ყოფილა!..

- ალექსანდრე როგორი ბიჭუნაა?
- ძალიან წყნარია, ოღონდ ჭამის დროს სძინავს და ვაღვიძებთ. ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა ჭამოს, მაგრამ 4-5 საათში ერთხელ ჭამს... მგონია, რომ იოლი გასაზრდელი იქნება.

- შვილის დანახვისას შენც ხომ არ იტირე? გაგრძელება

13 სექტემბერი 2018 11:18
ღმერთმა უფრო მეტი შვილი მოგცეთ და უფრომეტად გახარებული და ბედნიერები იყავით გამრავლდით გაიხარეთ და მთელი სოფელი თქვენ იყავით მრავალჟამიერ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მიყვარხართ მარადიული სიყვარული და ბედნიერება თქვენს ოჯახს. ბედნიერი უცნობი .

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები