12-09-2018
მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის, მარიხუანას ლეგალიზაცია გამორიცხულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მარიხუანას მოხმარების თაობაზე, შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რეალურად პროცესები მარიხუანას ლეგალიზაციისკენ მიდიოდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი იპოვა.
"იყო ჭორები მარიხუანას ლეგალიზების თაობაზე, თუმცა რეალურად, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია, აბსოლუტურად სხვა რამეს ითვალისწინებს. არის საკონსტიტუციო სასამართლოს
ასევე დაგაინტერესებთ
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე კატეგორიულად გამორიცხავს მარიხუანას ლეგალიზების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არასწორი მიმართულებით პროცესების განვითარებას.
"მე ვნახე გამოხმაურებები. არის ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები, თუმცა კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის - ეს თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ბუნებრივია, მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება გასაგებია. ჩვენ არ დავუშვებთ არასწორი მიმართულებით ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზაცია დაუშვებელია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
"ინტერპრესნიუსი"