"ჩვე­ვა მქონ­და, სულ ვი­ხე­დე­ბო­დი მის სა­ძი­ნე­ბელ­ში, შე­ვი­ხე­დე და არ დამ­ხვდა" - ზუზუს დედის პირველი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ჩვე­ვა მქონ­და, სულ ვი­ხე­დე­ბო­დი მის სა­ძი­ნე­ბელ­ში, შე­ვი­ხე­დე და არ დამ­ხვდა" - ზუზუს დედის პირველი ინტერვიუ

17 აგვისტოს დოლიძის ქუჩაზე, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. მსახიობი თბილისში, ნაქირავებ ბინაში დედასთან ციალა ბეჟაშვილთან ერთად ცხოვრობდა. ზუზუს დედა, საკუთარი ვაჟის შესახებ, პირველად "რეიტინგთან" საუბრობს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

- ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი ჩემზე ნერვიულობდა, მაგრამ მე დამტოვა ცოცხალი და თვითონ წავიდა. რატომღაც არ მჯერა, რომ აღარ არის, რატომ არ მჯერა ვერ გეტყვით. იმ დღეს, როდესაც ის ამბავი მოხდა, ადრე დაბრუნდა სახლში, დაწვა და დაიძინა. ტელევიზორს ვუყურებდი და არ მინდოდა, ხმაურს შეეწუხებინა, ამიტომ ჩემს ამხანაგთან წავედი. შინ გვიან დავბრუნდი, ასეთი ჩვევა მქონდა, სულ ვიხედებოდი მის საძინებელში, როცა ეძინა, შევიხედე და არ დამხვდა. ვიფიქრე ალბათ ვინმემ დაურეკა, ან სასეირნოდ ჩავიდა-მეთქი. სახლში როცა არ იყო ვერ ვიძინებდი, ველოდებოდი, ამიტომ ჩავრთე ტელევიზორი, ვიფიქრე მოვა და შემდეგ დავიძინებ-მეთქი. უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ვერ ვეტეოდი ამ სავარძელში, მისი სიმღერა მომესმა, მივედი კარი გავაღე და არ იყო, შემდეგ მესმოდა როგორ მეძახდა ფანჯრიდან, გავდიოდი და ის არ იყო. შემდეგ კი მითხრეს, რომ ზაზა გარდაცვლილი იპოვეს.

- ვისგან შეიტყვეთ?

- ჯერ ჩემი ძმისშვილები მოვიდნენ, კი გამიკვირდა, ასე გვიან რომ გვესტუმრა, მოგვიანებით როცა ჩემი დაც მოვიდა, იქ მივხვდი რაღაც ცუდი მოხდა და ავნერვიულდი... ასე გავიგე ეს ამბავი. ტელევიზორში ამბობდნენ, რომ მაისური შემოხეული ჰქონდა, როცა მისი ტანსაცმელი დამიბრუნეს, მისმა მეგობარმა ნახა რომ გარღვეულიც არ იყო მაისური, რაში დასჭირდათ ამ ტრაგედიის დროს ამის მოგონება არ ვიცი... განაგრძეთ კითხვა

"ახლა რას არ იტყვიან შენზე, ჩემო კეთილო ადამიანო , - იკეთებდაო, თავი მოიკლაო..."

"ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსულად, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს" - რა გახდა ზუზუს დაღუპვის მიზეზი?