"ჩვე­ვა მქონ­და, სულ ვი­ხე­დე­ბო­დი მის სა­ძი­ნე­ბელ­ში, შე­ვი­ხე­დე და არ დამ­ხვდა" - ზუზუს დედის პირველი ინტერვიუ
12-09-2018
"ჩვე­ვა მქონ­და, სულ ვი­ხე­დე­ბო­დი მის სა­ძი­ნე­ბელ­ში, შე­ვი­ხე­დე და არ დამ­ხვდა" - ზუზუს დედის პირველი ინტერვიუ
17 აგ­ვის­ტოს დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, მსა­ხი­ო­ბი ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და. მსა­ხი­ო­ბი თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დე­დას­თან ცი­ა­ლა ბეჟაშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ზუ­ზუს დედა, სა­კუ­თა­რი ვა­ჟის შე­სა­ხებ, პირ­ვე­ლად "რე­ი­ტინგთან" სა­უბ­რობს და იმ დღეს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო.

- ყვე­ლამ იცის, რომ ჩემი შვი­ლი ჩემ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და, მაგ­რამ მე დამ­ტო­ვა ცო­ცხა­ლი და თვი­თონ წა­ვი­და. რა­ტომ­ღაც არ მჯე­რა, რომ აღარ არ
ის, რა­ტომ არ მჯე­რა ვერ გე­ტყვით. იმ დღეს, რო­დე­საც ის ამ­ბა­ვი მოხ­და, ადრე დაბ­რუნ­და სახ­ლში, დაწ­ვა და და­ი­ძი­ნა. ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი და არ მინ­დო­და, ხმა­ურს შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ამი­ტომ ჩემს ამ­ხა­ნაგ­თან წა­ვე­დი. შინ გვი­ან დავ­ბრუნ­დი, ასე­თი ჩვე­ვა მქონ­და, სულ ვი­ხე­დე­ბო­დი მის სა­ძი­ნე­ბელ­ში, როცა ეძი­ნა, შე­ვი­ხე­დე და
არ დამ­ხვდა. ვი­ფიქ­რე ალ­ბათ ვინ­მემ და­უ­რე­კა, ან სა­სე­ირ­ნოდ ჩა­ვი­და-მეთ­ქი. სახ­ლში როცა არ იყო ვერ ვი­ძი­ნებ­დი, ვე­ლო­დე­ბო­დი, ამი­ტომ ჩავ­რთე ტე­ლე­ვი­ზო­რი, ვი­ფიქ­რე მოვა და შემ­დეგ და­ვი­ძი­ნებ-მეთ­ქი. უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ვერ ვე­ტე­ო­დი ამ სა­ვარ­ძელ­ში, მისი სიმ­ღე­რა მო­მეს­მა, მი­ვე­დი კარი გა­ვა­ღე და არ იყო, შემ­დეგ მეს­მო­და რო­გორ მე­ძახ­და ფან­ჯრი­დან, გავ­დი­ო­დი და ის არ იყო. შემ­დეგ კი მი­თხრეს, რომ ზაზა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

- ვის­გან შე­ი­ტყვეთ?

- ჯერ ჩემი ძმის­შვი­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, კი გა­მიკ­ვირ­და, ასე გვი­ან რომ გვეს­ტუმ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით როცა ჩემი დაც მო­ვი­და, იქ მივ­ხვდი რა­ღაც ცუდი მოხ­და და ავ­ნერ­ვი­ულ­დი... ასე გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ტე­ლე­ვი­ზორ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ მა­ი­სუ­რი შე­მო­ხე­უ­ლი ჰქონ­და, როცა მისი ტან­საც­მე­ლი და­მიბ­რუ­ნეს, მის­მა მე­გო­ბარ­მა ნახა რომ გარ­ღვე­უ­ლიც არ იყო მა­ი­სუ­რი, რაში დას­ჭირ­დათ ამ ტრა­გე­დი­ის დროს ამის მო­გო­ნე­ბა არ ვიცი... განაგრძეთ კითხვა


ელა
13 სექტემბერი 2018 12:31
ჩვენ ვერ გიპატრონეთ დიდი გულის პატრონს მარტო სულად იგრძენი თავი ვიცი ყველას უყვარდი კეთილი ბიჭი იყავი სიბოროტე არ შეგეძლო უფალმა ასე გადაწყვიტა....ძალიან შეეცოდე და თავისთან წაგიყვანა.

რედაქტორის რჩევით