სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა
12-09-2018
სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა
ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული 35 წლის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულ მამაკაცს პოლიტრავმები აქვს მიღებული. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც "ინტერპრესნიუს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები