"არ ყოფნით ხელფასები და პრემიები, ახალი საშოვარი გაუჩნდებათ! სასაცილოა, რომ საქართველო თითქოს მარიხუანის გაყიდვით უნდა აშენდეს"
"არ ყოფნით ხელფასები და პრემიები, ახალი საშოვარი გაუჩნდებათ! სასაცილოა, რომ საქართველო თითქოს მარიხუანის გაყიდვით უნდა აშენდეს"
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საქართველოში კანაფის მოყვანა და ექსპორტი კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით ნებადართული გახდეს. ამ საკითხს საზოგადოების არნახული გამოხმაურება მოჰყვა. დაგვაინტერესა თუ როგორია ცნობილი მსახიობის თენგიზ არჩვაძის მოსაზრება და მას ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით, ასევე ვკითხეთ აზრი საპრეზიდენტო არჩევნებზე და მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზეც:
- ავად ვარ, ვწევარ, ასე ვადევნებ თვალს ტელევიზიით მაგ ამბებს და კიდევ უფრო უარესად ვხდები. საერთოდ როგორ მეკითხებით თუ
რას ვფიქრობ, რას უნდა ვფიქრობდე?! საშინელებაა და როგორ შეიძლება ამაზე საუბარი საერთოდ! იძახიან სამედიცინო დანიშნულებითო, წაიკითხეთ, ნახეთ რა შედეგიც აქვს მაგას ჯანმრთელობაზე და როგორ ეტანებიან ახალგაზრდები!
სულ სხვა მიზნები აქვთ მაგათ! ახალი საშოვარი გაუჩნდათ და ეგ არის! აკლიათ ხელფასები და პრემიები ეტყობა და უნდა დაიმატონ
კიდევ სხვა გზებით, არ ჰყოფნით, ბატონო! არანაირი სხვა გამართლება მაგას არ აქვს. სასაცილოა, რომ საქართველო თითქოს მარიხუანის გაყიდვით უნდა აშენდეს! აქაოდა, მკაცრ კანონებს მივიღებთ, 21 წლამდე ბავშვებს დავსჯითო და იმას ზევით ასაკისას რას უზამენ? ძალიან ცუდი და ვრცელი თემაა ეს სასაუბროდ და ჯანმრთელობას კიდევ უფრო მიმძიმებს ამაზე მსჯელობა! ერთადერთი, ეკლესია თუ იტყვის ხმამაღლა სათქმელს და საბრძოლველად წამოდგება, მგონია, რომ ვეღარ გაბედავენ ამ უმსგავსობას! მე ვუყურე ეკლესიის გამოსვლას და მისასალმებელია მათი აზრი! მჯერა, რომ ეკლესია გაიმარჯვებს!
- კიდევ რა ხდება დღეს ქვეყანაში ისეთი, რაც არ მოგწონთ?
- ოჰ, კაი ერთი... თქვენ ის მკითხეთ, რა მომწონს, ბატონო... მე არც ტელევიზიით გამოვდივარ, არც ჟურნალისტებს ვპასუხობ, განგებ აღარ დავდივარ აღარსად... ისედაც აღარ მაქვს ძალა სადმე ვიარო...

- საპრეზიდენტო არჩევნებზე რას იტყოდით... ხელისუფლება მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. რას იტყოდით მასზე, ეთანხმებით როცა ამბობს, ომი საქართველომ დაიწყოო?
- ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ეგრე არ უთქვამს ომი საქართველომ დაიწყოო, მაგრამ კარგით ეგრე იყოს, როგორც ჟურნალისტები ცდილობთ გამოთქვათ მისი ნათქვამი... ომში ჩვენი სიბრიყვით აღმოვჩნდით! ვერ შეამჩნიეს გარშემო რაც ხდებოდა და წამოეგნენ რუსეთის პროვოკაციას!


მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

444444
14 სექტემბერი 2018 15:06
დიდ ბრიტანეთს და ისრაელს ნუ ედრებით! ისინი შემდგარი სახელმწიფოებია და ჰყავთ თავისი ქვეყნის ერთგული პოლიტიკური კლასი. საქართველოს ჰყავს პოლიტიკანი სალახანების პოპულაცია, რომელიც საკუთარი გამდიდრებისათვის ნებისმიერ სიბინძურეზე წავა. ხალხის ერთადერთი იმედი ეკლესიაა, რომლის დისკრედიტაციას ეს სალახანები მიზანმიმართულად ცდილობენ.
bebe
14 სექტემბერი 2018 10:52
რატომ გახდა ეს საკიტხი ასე აქტუალური?არ სჯობია მტავრობამ იზრუნოს მიტოვებულ,განადგურებულ საწარმოების აგდგენაზე. კანაფის წარმოებიტ ავსჰენდებიტ? არა ბატონებო განადგურდება მომავალი ტაობა,არ იარსებებს საქარტველო.მატი სჰვილები კი ვინც ეს მოიგონა საზგვარგარეტ იცხოვრებენ განსხრომასჰი...მატ ისედაც ჰკიდიატ საქარტველო და ქარტველობა.დროა გამოფხიზლდეს ერი და ბერი .გამოვიდეტ გარეტ და სჰევაცეროტ ეს უმსგავსოება.
გიორგი გთხოვთ არ დამბლოკოთ.
14 სექტემბერი 2018 08:47
ამათ ასაშენებელი საშუალებების მეტი რა აქვთ და აქამდე ვერ აუშენებიათ და ეხლა, კანაფით უნდათ ქვეყანა ააშენონ? კი ბოლში აშენდება. წიპწის სამკურნალო ზეთი თუ გაუგია მთავრობას, რომელიც რამდენჯერმე ძვირი ღირს კანაფის ზეთზე და რომელიც ათასი ტონობით იყრება საქართველოში . მისი ქარხნის აშენება გვინდა, ვერაფერს მივაღწიეთ და საერთოდ ადრე საქართველოში, რომ ეთერზეთები მზადდებოდა, ის ინდუსტრია წამოწიეთ, რა კანაფს ეცით, ასე მოულოდნელდ, 30 წელია, ყური არ გაგიპარტყუნებიათ, რაშია საქმე, ერკელმა ხომ არ დაგავალათ, ვისი შეკვეთაა. თუ რუსეთმა პუტინის თამადობით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები