"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო" - კვირის პალიტრა

"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"

რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა

მსახიობი და საქმიანი ქალბატონი - ასმათ ტყაბლაძე უსამართლობას ვერ იტანს. არ შეუძლია მოთმენა, როცა დარბაისელ ქალს მამაკაცი დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებს. უზრდელ მამაკაცებს საკადრის პასუხს სცემს, თუმცა აშარი ქალების არსებობასაც აღიარებს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"უშიშარი, სამართლიანი, პირდაპირი და კორექტულიც ვარ. ძალიან "ზედმეტი" უნდა გააკეთოს ადამიანმა, ყველაფერი რომ ბოლომდე ვუთხრა. უზრდელურად ლაპარაკი არ მიყვარს. თავშეკავებაც ვიცი. ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ აუცილებელია, ყველას ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა, რადგან სხვაგვარად საკუთარ დანაშაულს ვერ გრძნობენ..."

"ვინმე ცუდად არ უნდა მომექცეს. ის არ უნდა მითხრას, რაც არ მეკადრება. არ უნდა შემაგინოს - ისე არასოდეს ვიქცევი, რომ შემაგინონ. ვინმე უკადრისად თუ მომექცევა, შეიძლება, მოთმინება დავკარგო და მეც ცუდად მოვიქცე: არ მოვკლავ, მაგრამ გავულაწუნებ - ეს შემიძლია. ქალს სათქმელს ეტყვი, მამაკაცს კი უნდა გაულაწუნო. ქალი რომ გაულაწუნებს, ეს მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იქნება. ასეთი ორი შემთხვევა მქონდა..."

"ჩემს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, ყველაფერს შევცვლიდი, რაც არასწორი ყოფილა, მაგრამ აუცილებლად, ისევ მსახიობი ვიქნებოდი, ჩემს ახლობლებს ისევ ვუპატრონებდი. ზოგიერთ ადამიანს არ ვენდობოდი, რადგან ზოგს ვენდე და მერე აღმოჩნდა, რომ სანდოები არ ყოფილან. ამ მხრივ, ადამიანებთან ცოტა უფრო ფრთხილი ვიქნებოდი..."

ასმათ ტყაბლაძის გულახდილ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი