ლევან ყიფიანმა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა - კვირის პალიტრა

ლევან ყიფიანმა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

ლევან ყიფიანმა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას", - წერს ლევან ყიფიანი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ მედიაში რამდენიმე დღის წინ გასულ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

იხილეთ ასევე: "ჩარეული ყავთ ანზორი, ბიძინას დაცვის უფროსი იყო... ფული უნდა გავანაწილოთ ანზორაზე..." - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი?