ტყიბულში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ტყიბულში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, არის მსხვერპლი

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსი ქალაქის გასასვლელში ხიდის ქვეშ ამოტრიალდა. ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"