"რატომ გგონიათ, რომ ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება?!"
"რატომ გგონიათ, რომ ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება?!"
სანერგე "გარდენია შევარდნაძეს" მფლობელი, ბოტანიკოსი ზურაბ შევარდნაძე მარიხუანას საკითხის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:


"რატომ გგონიათ, რომ ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება...თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!"


"რატომ გგონიათ, რომ ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!"

კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება.. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და
ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!

ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი..
დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგათ, დავამყნათ,
შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც რითი ვიკვებებით.. ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ჩვენ ახმადის ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაიის ვსვამთ მშვიდად..
ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კიარა ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო მარნეულიდან და არა სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრი არმატურებიან პამიდორს ქართული ხარისგულა, რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე..
თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!" - წერს ზურაბ შევარდნაძე.
ჰაჰა
15 სექტემბერი 2018 11:16
მარიხუანას ბადრიჯანზე მეტი მოგება მოაქვს. ამიტომაც გაიხუხება.
sos
15 სექტემბერი 2018 07:22
ყოჩაღ ზურიკო,არ ველოდი შენგან ამას. იმას რასაც შენ წერ მაგი რომ გაკეთდეს რა სარგებლობა ექნება მთავრობას? არაფერი. გლეხს კი ეს არ აწყობთ მათ. ისნი მილიონებზე ფიქრობენ. სხვათა შორის ეს პროექტი სააკაშვილის და ბიძინას ერთობლივი პროექტია.
Simartle
14 სექტემბერი 2018 23:15
100% vetanxmebi,usaqmurs arc msrixuana ushvelis da arc heroini.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები