სუს-ში ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გამოკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

სუს-ში ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გამოკითხვა დასრულდა

სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას გამოკითხვა დასრულებულია. უწყების ცნობით, გულორდავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა. თუმცა, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი სავარაუდოდ იმ გასასვლელიდან გავიდა, სადაც მედიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად უცნობია, თუ რა შეკითხვები ჰქონდა გამოძიებას გულორდავასთან.

გია გულორდავას გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 11:00 საათზე დაიწყო. ის სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"