"ქალური შური მიგრძვნია, მაგრამ არასოდეს გავღიზიანებულვარ - ეს "მათი" შურია, ჩემი ხომ არა?!" - კვირის პალიტრა

"ქალური შური მიგრძვნია, მაგრამ არასოდეს გავღიზიანებულვარ - ეს "მათი" შურია, ჩემი ხომ არა?!"

"რთული ეტაპები მეც მქონდა, მაგრამ ვცდილობ, ცხოვრებას საღად ვუყურო, ძლიერი ვიყო, გამოსავალი ვიპოვო"

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.

ფოტოგალერეა

- ფართო საზოგადოების წინაშე ძირითადად, მაშინ ვჩნდები, როდესაც ჩემს პროფესიას ეხება საქმე. დანარჩენ შემთხვევებში, მივიჩნევ, რომ საჭირო არ ვარ (იცინის). ძველებურად, ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული: სტუდიაში ვასწავლი. ასევე, კიევში ვმუშაობ, რადგან "ტრენერების" ნაწილი იქ მყავს.

- კარიერაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს? - მთელი წლის განმავლობაში, სულ ტურნირებზე ვცეკვავდი. საკმაოდ კარგი წელი მქონდა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ ძალიან კარგ "ტრენერთან" მოვემზადე. საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა. ახლა გეგმები მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ გადავწყვეტ.

- ზაფხული როგორ გაატარე? - წლევანდელი ზაფხული სხვებისგან არ გამოირჩეოდა - დიდად არ დამისვენია. ახალი სამუშაო სეზონის დაწყებამდე, რაჭაში 3 დღით დასვენება მოვასწარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრისგან მოწყვეტილმა დავისვენე - სულიერად, მორალურად... ეს 3 დღე ჩემთვის საკმარისი იყო.

- ოთხფეხა მეგობარი გაგიჩენია... - მყავს ბიშონ ფრიზეს ჯიშის ძაღლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. პატარა, თეთრი, უსაყვარლესი არსებაა. მან ცხოვრება სხვაგვარად გამიფერადა. მართლა ძალიან თბილი და საყვარელია. ოთხფეხა მეგობარი ხშირად მყოლია, თუმცა სამწუხაროდ, სახლში არასოდეს ამიყვანია, რადგან დედას, ცოტა არ იყოს, ძაღლების მიმართ შიში აქვს. ეს ერთადერთი ძაღლუკაა, რომელიც დედაჩემმაც შეიყვარა.

- მასზე ზრუნვას ახერხებ? - ასე თუ ისე, ვახერხებ. მაგალითად, დილაობით, როცა კუს ტბაზე ვვარჯიშობ, იქ ჩემს ცუგასთან - ბაზუკასთან ერთად მივდივარ. პატარა, თეთრი, ფითქინა არსებაა, მაგრამ ბაზუკა ჰქვია (იცინის). მინდოდა, მის სახელსა და ვიზუალს შორის კონტრასტი ყოფილიყო.

- პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრი იყავი, თან - საკმაოდ დელიკატური. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ? - კი, ყოველთვის ასეთი ვარ.

- რამ შეიძლება, მოთმინების უნარი დაგაკარგვინოს? - არ ვიცი, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. სამსახურში, პროფესიულ საქმიანობაშიც ყველაფერს ისე ვაგვარებ, რომ ზედმეტად გაღიზიანება არ მიწევს, ისეთი გარემოცვა მყავს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, საკითხს ადეკვატურად მივუდგე, საღად გავიაზრო და დიპლომატიურად მოვაგვარო.

- ამჟამად, ცეკვაში შენი მეწყვილე ვინ არის? - ისევ მაქსიმ რიჟიკოვი.

- ამ ხნის განმავლობაში, თქვენს ტანდემს საფრთხე ხომ არ შეჰქმნია? - არა. იცი, როგორ არის? სპორტი ისეთია, რომ შეიძლება, მაგალითად, "ტრენერებმა" გადაწყვიტონ - თქვენ ამ ეტაპზე უკვე იცეკვეთ და ახლა სხვადასხვა მეწყვილესთან ცეკვა უნდა მოსინჯოთო... ჩვენს შემთხვევაში, ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის.

- ყოფილა შემთხვევა, როცა გიფიქრია - სათანადო ფორმაში არ ვარო? გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა