ტრაპიზონში ავარიის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტრაპიზონში ავარიის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე ტრაპიზონში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძე „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი საქართველოში წუხელ გადმოასვენეს, იგი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში დაახლოებით ერთი თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ცენტრალურ გზაზე ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსი ამოყირავდა, რის შედეგადაც საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.