ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

სარალიძე თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაახლოებით ერთი საათის წინ შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ადგილზე პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, სარალიძის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ზაზა სარალიძე მეექვსე დღეა შიმშილობს.

ფოტო: "ინტერპრესნიუსი"