რატომ გადაინაცვლეს საპატრიარქოში შეკრებილმა სასულიერო პირებმა საკრებულოსთან? - კვირის პალიტრა

რატომ გადაინაცვლეს საპატრიარქოში შეკრებილმა სასულიერო პირებმა საკრებულოსთან?

საპატრიარქოში შეკრებილმა სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლეს. თბილისის საკრებულოსთან სასულიერო პირები ამ წუთებში პარაკლისს აღავლენენ. მამა შალვას განცხადებით, თუ რა მიზნით შეიკრიბნენ საკრებულოსთან, ლოცვის დასრულების შემდეგ განმარტავენ.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ ისმინოს ჩვენი ლოცვები და ხელისუფლებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს შფოთი, რაც არის შემოტანილი უკანონო გადაწყვეტილებებით, გაუქმებული იქნას", - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

სასულიერო პირების თქმით, მათ ლოცვას საკრებულოსთან მრევლიც შეუერთდება.

"ინტერპრესნიუსი"