მამა დავით ისაკაძე: "ჩვენ არსად არ ვიშლებით, ველოდებით ხალხს" - კვირის პალიტრა

მამა დავით ისაკაძე: "ჩვენ არსად არ ვიშლებით, ველოდებით ხალხს"

ჩვენ არსად არ ვიშლებით, ველოდებით ხალხს. ეს გამოსვლა არ უნდა იყოს გამოსვლა გამოსვლისთვის, - ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სასულიერო პირები არიან შეკრებილები.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტს შეეხება.

"გაისმა მოწოდება დაშლისკენ. შეიძლება მავანთაგან ზეწოლის გამო სურვილი აქვთ, რომ აქ შეკრებილი საზოგადოება დაიშალოს, მე პირადად დაშლას არ ვაპირებ, არც ჩემი მრევლი", - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

საკრებულოს წინ შეკრებილმა სასულიერო პირებმა განცხადება წაიკითხეს და აღნიშნეს, რომ „არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი, რადგან ეს არის დამღუპველი ერისა და ქვეყნისთვის“.

"ინტერპრესნიუსი"