"შევამჩნიე კვანძი, რომლის ირგვლივ კანი იყო გაღიზიანებული" - ორი შვილის დედა ურთულეს დაავადებას ებრძვის - კვირის პალიტრა

"შევამჩნიე კვანძი, რომლის ირგვლივ კანი იყო გაღიზიანებული" - ორი შვილის დედა ურთულეს დაავადებას ებრძვის

"მიყვარს ჩემი ყველა ჭრილობა... ყოველთვის მემახსოვრება ყოველი ჩამოცვენილი თმის ღერი... ყველაფერი რომ დავივიწყო, მე უკეთესი ვერ გავხდები, რომ ამოვშალო მეხსიერებიდან ის რაც გამოვიარე, რასაც გავდივარ, თითოეული თქვენთაგანის სიკეთე უნდა დავივიწყო, უნდა წავშალო და მე ეს არ მინდა... მინდა მახსენდებოდეს რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბოროტებამ დედამიწაზე ვერ მაჯობა, ვერ მომერია და არ მინდა დამავიწყდეს, რომ ამ ბრძოლაში არ ვყოფილვარ მარტო... რომ ჩემთან ერთად ათასობით ქალი იბრძოდა“, - ეს არის ამონარიდი სოციალურ ქსელში გამოქყვეყნებული წერილიდან, რომელიც ორის შვილის, 6 და 5 წლის ბიჭების დედას, 32 წლის მარიამ სირბილაძეს ეკუთვნის.

- მარიამ, მომიყევით რა შეგემთხვათ?

- რამდენიმე თვის წინ, ავტოპალპაციით მარჯვენა მკერდის ქვემოთ შევამჩნიე კვანძი, რომლის ირგვლივ კანი იყო გაღიზიანებული და მტკიოდა. თავიდან ჩავთვალე, რომ ჩვეულებრივი მასტოპათია იყო, რომელსაც დიდი ხანია ვაკონტროლებ. სამ თვეზე მეტი მოვანდომე გადაწყვეტილების მიღებას, რომ წავსულიყავი მამოლოგთან და ეს სამი თვე იყო სრული აგონია. 19 ივლისს მივედი ექიმთან, რის შემდეგაც სასწრაფოდ გამიკეთდა ბიოფსია. დამიდგინდა მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კარცინომა 2-3 სტადია.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად შინაგანად ვგრძნობდი და დაახლოებით ვიცოდი, რა დიაგნოზიც მოვიდოდა, იყო სრული შოკი. წამებში იცვლება ყველაფერი რადიკალურად, გეგმები, აქტივობები, აბსოლუტურად ყველაფერი.

სახლში მისვლისთანავე ვიტირე, ძალიან ბევრი ვიტირე, თუმცა არ შემშინებია, გავბრაზდი და ვთქვი, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში არ ოყო კიბოს ადგილი და რაც შეიძლებოდა მოკლე დროში უნდა დასრულებულიყო ყველაფერი. ეს უნდა გამეკეთებინა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და დედაჩემისთვის.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ექიმის ტაქტიკა, დიაგნოზის სწორად მიწოდება პაციენტისთვის. მისი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელიც იმ მომენტში ექიმს კი არა ღმერთს ხედავს მასში. ამ მხრივ ძალიან, ძალიან გამიმართლა.

- როგორ შეხვდნენ ამ ამბავს ოჯახის წევრები და ახლობლები? - პირველი ჩემი დიაგნოზის შესახებ გაიგო საუკეთესო მეგობრის დედამ, რომელიც პირველ ვიზიტზე თან მახლდა. ის არის უსაზღვროდ პოზიტიური ადამიანი და ყველანაირად შეეცადა, თავი მარტო არ მეგრძნო. შემდეგი იყო დედა და ეს იყო ურთულესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. დედის შეშინებული თვალები... გაგრძელება