"სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა" - როგორ არის მამაკაცი, რომელიც გველმა დაკბინა - კვირის პალიტრა

"სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა" - როგორ არის მამაკაცი, რომელიც გველმა დაკბინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მამაკაცი გველმა დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის შალვა გაწირიძემ სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. მას ნაკბენები სწორედ ფეხის არეში აქვს.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"