"დრო მიდის, კადრები კი რჩება..." - კვირის პალიტრა

"დრო მიდის, კადრები კი რჩება..."

ეს ფრაზა არავის შვენის ისე, როგორც იტალიელ ფოტოხელოვან პასკუალე დე ანტონისს. გლამური, ხელოვნება და იტალიური ნეორეალიზმი მისი ხელწერაა. 1946 წელი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალია თანდათან "ცოცხლდება"და ქუჩებში ხშირად ვხვდებით ფოტოაპარატით მოხეტიალე ადამიანებს, მათ შორის იყო პასკუალე დე ანტონისი, მოგვიანებით მის ფოტოობიექტივს მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორები მოურგებენ სასცენო დეკორაციებს, დე ანტონისის პორტრეტები კი თავად მარჩელო მასტროიანის, ჯინა ლოლობრიჯიდასა და ანა მანიანის კოლექციებს დაამშვენებს.

ფრაზა არავის შვენის ისე, როგორც იტალიელ ფოტოხელოვან პასკუალე დე ანტონისს. გლამური, ხელოვნება და იტალიური ნეორეალიზმი მისი ხელწერაა. 1946 წელი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალია თანდათან "ცოცხლდება"და ქუჩებში ხშირად ვხვდებით ფოტოაპარატით მოხეტიალე ადამიანებს, მათ შორის იყო პასკუალე დე ანტონისი, მოგვიანებით მის ფოტოობიექტივს მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორები მოურგებენ სასცენო დეკორაციებს, დე ანტონისის პორტრეტები კი თავად მარჩელო მასტროიანის, ჯინა ლოლობრიჯიდასა და ანა მანიანის კოლექციებს დაამშვენებს.

ყველაფერი კი 1930-იან წლებში ეთნოგრაფიული ფოტოების გადაღებით დაიწყო, მის მშობლიურ მხარეს, აბრუცოში მოგზაურობისას, ფოლკლორულ ფესტივალებზე. პასკუალე დე ანტონისის მიზანი იყო ფაშისტური რეჟიმის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა შეულამაზებელი იტალია, თავისი ტრადიციებითა და კულტურით.

როგორი იყო გზა ნეორეალიზმიდან მოდამდე და მოდიდან კინომდე პასკუალე დე ანტონისის შვილი რიკარდო ანტონისი რომიდან ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს:

- 1939 წელს რომში, ესპანეთის მოედანზე პასკუალემ სტუდია გახსნა და ლიცენზია შეიძინა დიდი იტალიელი ფოტოხელოვანის არტურო ბრაგალიასგან. სხვათა შორის, თითქმის 70 წლის შემდეგ, 2007 წელს, ფრანგული გალერიის მეპატრონემ არქივში იპოვა საქაღალდე, რომელიც ესპანეთის მოედნის მისამართით არის დასათაურებული. მოგვიანებით სტუდიამ სახელი გაითქვა და გახდა ხელოვანთა შეკრების ადგილი. აქ მოდიოდნენ ლუკინო ვისკონტი და ფრანკო ძეფირელი, მათი ეს პორტრეტებიც სწორედ იმ სტუდიაშია გადაღებული. რობერტო როსელინიმ ფილმი "რომი - ღია ქალაქი", რომელზეც ფედერიკო ფელინისთან ერთად მუშაობდა, სწორედ პასკუალეს სტუდიის ფოტოთი დაიწყო და მოჰყვა იმ ამბავს, რომელიც მართლა მოხდა.

- მამათქვენი და ლუკინო ვისკონტი მეგობრობდნენ, შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ეპიზოდი მათი ერთობლივი მუშაობიდან? - პასკუალე იღებდა ლუკინო ვისკონტის ყველა თეატრალურ დადგმას. მან გადაიღო ასევე მსოფლიოს ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი დრამატურგის ტენესი უილიამსის პიესის "სურვილების ტრამვაის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი. პრემიერაზე უილიამსმა თქვა, რომ ეს იყო საუკეთესო სასცენო ფოტოები, რომელიც ოდესმე უნახავს. მოგვიანებით უილიამსს "სურვილების ტრამვაისთვის" მას პულიცერის პრემია მიანიჭეს.

- შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა მოდურ გამოცემებთან... ამ პერიოდიდან რას გაიხსენებთ?

- სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, სილვანა მანგანო, მარჩელო მასტროიანი და ნინო როტა მეგობრობდნენ მამასთან და ხშირად უღებდა მათ ფოტოებს. 1940-იან წლებში მწერალმა და მოდის კრიტიკოსმა აირენ ბრინმა დააფუძნა იტალიური მოდური გამოცემა "Bელლეზზა", სადაც პასკუალესთან ერთად მუშაობდა, ასე გახდა მამა მოდის სახლ "Fერრაგამო"-ს ფოტოგრაფი. მაშინ ეს იყო ახალი სიტყვა მოდის სამყაროში, ამ ფოტოებით დაიწყო მაღალი მოდის წარდგენა მსოფლიოსთვის. ამის მაგალითია ზუსტად ფოტო სახელწოდებით "პაოლინა ბორგეზე ბეწვის მოსასხამით". მან მოდელად ანტონიო კანოვას ქანდაკება "პაოლინა ბორგეზე ვენერას სახით" გამოიყენა.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელ სამოდელო ინდუსტრიას როგორ შეაფასებდა პასკუალე დე ანტონისი? - პასკუალე ყოველთვის ეთაყვანებოდა თანამედროვეობას და თანამედროვე დიზაინერებს, მაგალითად, დოლჩე და გაბანას. მამა პატივს სცემდა მათ იდეებს.

- რამდენად იქონია გავლენა პასკუალის შემოქმედებამ თქვენზე?

- 20 წელი ვიმუშავეთ ერთად და, რა თქმა უნდა, მისი შეხედულებები ჩემს ნამუშევრებზეც აისახა - ჩემს ავღანურ ფოტორეპორტაჟებზე, თეატრალური ავანგარდიც მამისეული ხედვის გამოძახილია, მაგრამ ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ჩემი ექსპერიმენტული ძიება წინ, უფრო პეიზაჟების მიმართულებით მიდის.

ნინო წიფურია