რას ამბობენ კულტურის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ კულტურის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე?

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის თეატრიდან რეორგანიზაციის შედეგად არა რამდენიმე ათეული, არამედ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის დაცვით განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

მათივე განმარტებით, საუბარია არა რამდენიმე ათეულ, არამედ რამდენიმე პირზე.

"რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განცხადებას რუსთაველის თეატრი გააკეთებს", - აცხადებენ სამინისტროში.

რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია თეატრის რამდენიმე ათეულ თანამშრომელზე, მათ შორის რამდენიმე მსახიობზე.

"ინტერპრესნიუსი"