როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-21 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-21 სექტემბერს

17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბერიდან გამოიდარებს და 22 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 20 სექტემბრიდან +30 გრადუსამდე დათბება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.