რუსთაველის თეატრიდან 7 ადამიანი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

რუსთაველის თეატრიდან 7 ადამიანი გაათავისუფლეს

რუსთაველის თეატრიდან 7 ადამიანია გათავისუფლებული. ამის შესახებ  "ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის თეატრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შიდაორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების შედეგად, გათავისუფლდა ექვსი მსახიობი და ერთი თანამშრომელი.

"რუსთაველის თეატრში, შიდაორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების შედეგად, გათავისუფლდა 6 მსახიობი და ერთი თანამშრომელი. კანონით დადგენილ ვადებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ იყო ინფორმირებული თეატრის ყველა თანამშრომელი", - აცხადებენ რუსთაველის თეატრის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"