ირაკლი ფირცხალავა მამა გახდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ფირცხალავა მამა გახდა

რუსეთში მოღვაწე პოპულარულ ქართველ მომღერალს, ირაკლი ფირცხალავას 12 აგვისტოს ვაჟიშვილი შეეძინა. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, წონით 3700 გრამი, სიგრძით 51 სანტიმეტრი. ის და მისი 20 წლის დედიკო სოფია გრებენშჩიკოვა თავს შესანიშნავად გრძნობენ.

რუსი და ქართველი გოგონებისთვის ერთ-ერთი სასურველი სასიძო უკვე ერთი წელია ყურებამდეა შეყვარებული სოფიაზე, ხოლო როდესაც საცოლის ორსულობის ამბავი შეიტყო, სიხარულით ცას ეწია.

"უზომოდ ბედნიერი ვარ. სოფიამ კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე იმშობიარა, მთელი ეს ხანი მის გვერდით გავატარე. ისეთი სიხარულით ველოდით ამ დღეს, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ", - ვერ მალავს ემოციას ბედნიერი მამა.

წყვილი ურთიერთობას შემოდგომაზე დააკანონებს. ქორწილს ჯერ მოსკოვში გადაიხდიან, მერე კი - თბილისში.

ირაკლის დედას, ნანა ფირცხალავას, ყოველთვის ქართველი რძალი უნდოდა. ირაკლისაც ხშირად უთქვამს ინტერვიუში, რომ ქართველ გოგონას ისურვებდა ცოლად, მაგრამ ეტყობა, სიყვარულმა ნაციონალური ამბიცია გაუქრო.

ნინო მამუკაძე

"ყველა სიახლე"