"დღე­ვან­დელ დღეს ადა­მი­ა­ნის ასე გაქ­ნე­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან, უფრო დას­ჯაა" - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან - კვირის პალიტრა

"დღე­ვან­დელ დღეს ადა­მი­ა­ნის ასე გაქ­ნე­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან, უფრო დას­ჯაა" - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან

რუსთაველის თეატრიდან რამდენიმე მსახიობი გაათავისუფლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, თეატრიდან 6 მსახიობი და ერთი ტექნიკური თანამშრომელი გაუშვეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან: ნინუცა მაყაშვილი, ნათია კვაშალი, გოგა გველესიანი და ნანული სარაჯიშვილი. ჩვენი წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა ეს საჯაროდ არავინ დაადასტურა. ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE გათავისუფლებულ მსახიობებს დაუკავშირდა.

გოგა გველესიანი, მსახიობი:

"დეკემბერში გასდიოდა ხელშეკრულებას ვადა, მაგრამ ახლა გამათავისუფლეს თეატრიდან. შვებულებაში გასვლამდე ერთი დღით ადრე კადრების თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, თეატრში მოდით, რაღაცაზე ხელი გაქვთ მოსაწერიო. სათვალე დამრჩა და ვერც წავიკითხე, რას ვაწერდი ხელს და თურმე რეორგანიზაციას მოვაწერე ხელი მოტყუებით, რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე თუ გაათავისუფლებდნენ მსახიობებს აკადემიური თეატრიდან რას ვიფიქრებდი.

- ბატონო გოგა, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები რობიკო სტურუას პირადი გადაწყვეტილებით გაუშვეს. თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან? - არ მინდა ვარაუდების დონეზე საუბარი. აკადემიური თეატრიდან ასე არ უნდა ათავისუფლებდნენ ადამიანებს. ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით. დღევანდელ დღეს ადამიანის ასე გაქნევა სამსახურიდან, უფრო დასჯაა, ვიდრე სხვა რაღაც.

- გაქვთ სხვა შემოსავალი? - მე 15 წლის წინ, სახლი გავყიდე და თანხა შევიტანე მშენებარეში, მაგრამ არ აშენდა ის სახლი. ასე დავრჩი მოტყუებული. ახლა ერთოთახიანი ბინა მაქვს იპოთეკით დატვირთული და დოი (დათო დოიაშვილი) მივა ბანკში, რომ შეღავათი გამიწიონ, სანამ სამსახურის გარეშე ვარ. ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი. იმის გამო, რომ შესაძლებლობა არ მაქვს, მთელი ზაფხული სოფელში გავატარე, აქ უფრო ნაკლები თანხა მეხარჯება. ახლა დავბრუნდები თბილისში და ჩემი ერთი თვის კომპენსაციით ვალებს გადავიხდი, შემდეგ რა იქნება არ ვიცი. გაგრძელება