თამბაქოს მსგავსად შეზღუდვების დაწესება ალკოჰოლზეც იგეგმება - რას გულისხმობს ინიციატივა? - კვირის პალიტრა

თამბაქოს მსგავსად შეზღუდვების დაწესება ალკოჰოლზეც იგეგმება - რას გულისხმობს ინიციატივა?

თამბაქოს მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირებაც შეიზღუდება.

შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირებას გეგმავს. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში შეიზღუდება. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციის ადგილები.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლოა აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპის ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივში.

ინიციატივის ავტორების თქმით, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, პირველ რიგში WHO-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) რეკომენდაციით, შეიქმნება ორგანო (ინსტიტუტი ან სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული პოლიტიკის გატარებაზე, ინფორმაციის ფართოდ მიწოდებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შესახებ. გაგრძელება