"გასტროლზე ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა და ბოლოს ვერ ვნახე" - კვირის პალიტრა

"გასტროლზე ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა და ბოლოს ვერ ვნახე"

PalitraNews-ის რუბრიკა "ბლიცინტერვიუში" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ამჯერად რუბრიკის სტუმარი თემურ ყვითელაშვილია.

ჩემი ბავშვობა... - ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სულ ქუჩაში ვიყავი, მაგრამ სხვათაშორის სამართლიანი, მიყვარდა ადამიანების დაცვა, რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავდნენ.

გამორჩეული კონცერტი... ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველა დარბაზი, რომელიც არსებობს და ჩემთვის საოცნებოა დამიკრავს, მაგრამ ვინც მიცნობს, ალბათ ყველამ იცის, რომ მე ის დამოკიდებულება მაქვს ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი არ განასხვავებს სხვა დარბაზს, ქვეყანას, სოფელს, აქედან გამომდინარე, ყველა კონცერტი ჩემთვის საპასუხისმგებლოა.

იღბალი... რაზეც ვიოცნებე, ყველაფერი ამიხდა. რა თქმა უნდა, იღბლიანი ვარ, მაგრამ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ მხოლოდდამხოლოდ იღბლიანი ვარ, ეს ყველაფერი ძალიან დაძაბული, სწორი ცხოვრების, სწორი პრინციპების შედეგად მოვიდა, როდესაც არცერთ ცდუნებას არ ავყოლილვარ და არაფერში გავრეულვარ, რაც არ იყო ჩემი გასაკეთებელი და კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ, ამიტომ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურად მომივიდა.

ვნანობ... მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა, 17 წლის გახლდით, აქედან რვა წელი ავადმყოფობდა და არ მქონდა წესივრად ურთიერთობა, ეს ჩემთვის დასანანია. ასევე, გასტროლებზე გახლდით, როდესაც დედა გარდაიცვალა, ბოლოს ვერ ვნახე და ამას ვნანობ, არის დასანანი ფაქტები, რომელიც გულს მწყვეტს..

იხილეთ ბლიცინტერვიუ სრულად