"არსად მითქვამს, რომ მხარს ვაშაძეს ვუჭერ... თუმცა მიკვირს, ხალხმა ახლა რომ აღმოაჩინა "ქართული ოცნების" მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება"
20-09-2018
"არსად მითქვამს, რომ მხარს ვაშაძეს ვუჭერ... თუმცა მიკვირს, ხალხმა ახლა რომ აღმოაჩინა "ქართული ოცნების" მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება"
"ახლა აღმოაჩინა ხალხმა "ქართული ოცნების" მიმართ კითხვები რომ მაქვს? ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხმამაღლა გამოვთქვი კრიტიკა და დავწერე ის, რაც სახიფათოდ მიმაჩნდა!" - განაცხადა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ჩვენთან საუბარში. ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თითქოს გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს, რასაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

თამრიკო ჭოხონელიძე:
- აბსოლუტურად არასწორი, პროვოკაციული ინფორმაციები ვრცელდება! არავის მხარდასაჭერ აქციაზე არ ვყოფილვარ! მართლა ხომ არ ბნელა ქვეყანაში?! ვინმეს მხარდასაჭერ აქციაზე რომ ვყოფილიყავი, 
ერთი კამერა მაინც ვერ შემამჩნევდა? ვის ჭირდება ამდენი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, არ ვიცი! არსად მითქვამს, რომ მხარს არ ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს და არც ის მითქვამს, რომ მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს...

- თუმცა აშკარად კრიტიკულად აფასებთ "ქართული ოცნების" საქმიანობას...
- კრიტიკა კი, რა თქმა უნდა! სხვათა
შორის მე მიხეილ სააკაშვილს მივეცი ხმა, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ არასწორი კურსით მიდიოდა ქვეყნის მართვა, არ მოვერიდე და მაშინვე ხმა ავიმაღლე! "ქართულ ოცნებას" იმიტომ დავუდექი გვერდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა წასულიყო, იმ დონეზე მივიდა მათი თავგასულობა! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კარგი გააკეთეს, მათმა უსაქციელობამ ყველაფერი სრულიად გადაწონა! ძალიან ბევრი რამ ისეთი მოხდა, რაც არ უნდა მომხდარყო!

"ქართული ოცნების" მხარდამჭერიც ვიყავი, მაგრამ მალევე ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა მათ მიმართაც... ეს მალევე გამოვხატე და ყველაზე მეტად ის მიკვირს, ახლა რომ აღმოაჩინა ხალხმა "ქართული ოცნების" მიმართ ჩემი კითხვები... ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხმამაღლა გამოვთქვი კრიტიკა და დავწერე ის, რაც სახიფათოდ მიმაჩნდა!

- არ აპირებთ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას და გავრცელებული ინფორმაციები უსაფუძვლოა?
- ცოტა შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის სხვის ნაცვლად ლაპარაკი! არ ვიცი, სხვები რატომ საუბრობენ ჩემს მაგივრად, როცა არსად არაფერი მხარდასაჭერი განცხადება არ გამიკეთებია! ჯერჯერობით მართლა არ ვიცი რომლის მხარდამჭერი ვარ, რადგან აზრის ჩამოყალიბების პროცესში ვარ! მკვეთრად გადაწყვეტილი არაფერი მაქვს! ერთი ნამდვილად ვიცი, ვის არ ვაძლევ ხმას, მაგრამ ამას არ გაგიმხელთ! დანარჩენი ვის მივცემ ხმას, ეგ უკვე ჩემი საქმეა...

- ჩვენში არ წყდება ვნებათაღელვა ხელისუფლების ინიციატივაზე - დაიწყოს ქვეყანაში კანაფის საექსპორტო კულტივაცია...
- ამ ინციატივას კატეგორიულად არ ვეთანხმები! არ ვიცი, რა მიზნები აქვთ სახელმწიფოებრივი და ეკონომიური თვალსაზრისით, მაგრამ როგორც დედა, შეშფოთებული ვარ! ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, ახალგაზრდები სათანადოდ გააკონტროლონ!

ასევე არ მომწონს ეკლესიის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები... როცა ისმის განცხადებები, ეკლესია გაჩუმდესო?! ეს საშინლად მაღიზიანებს! ეკლესიაშიც ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ჩვენ, მეტიც, ჩვენზე კიდევ უფრო მეტი მისია აკისრიათ. სრული უფლება აქვთ თავიანთი მოსაზრება გამოხატონ! ვფიქრობ, ეკლესია აუცილებლად უნდა ჩაერიოს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში... პოლიტიკაშიც შეიძლება ნაწილობრივ მათ დაეყრდნოს საზოგადოება. მათ მოქალაქეობრივადაც აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება თუნდაც ქვეყნის მართვის თაობაზე!

(სპეციალურად საიტისთვის)

გიოს
21 სექტემბერი 2018 11:17
იმიტომ რომ სასულიერო პირები საჯარო მოხელეები არ არიან.
nana tedoradze
21 სექტემბერი 2018 07:53
chemo uchkvianeso da usayvarleso miyvarxar zalian..
12
20 სექტემბერი 2018 20:19
"ქართული ოცნების" მიმართ კრიტიული დამოკიდებულება ბევრს აქვს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს შეცდომებს არ უწოდებენ, ნუუ, თვითონ ნაციონალების გარდა.

აქ, ხმის მიცემა–არმიცემაზე არაა საქმე. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ყოველთვის ჯანსაღი მიდგომაა, მარა აი, კონკრეტულად, "ნაციონალური ხელისუფლების" მიმართ ტონის შერბილება, ნამდვილად, აი, ნამდვილად არასწორია.

რედაქტორის რჩევით