წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა - კვირის პალიტრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მოწამლულია 10 აღსაზრდელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 სექტემბერს, 12.00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე გეგუთის საბავშვო ბაღს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

"ინტერპრესნიუსი"