"ქართულად რაღაცას მიყვიროდა და მეუბნებოდა, ქვეყნიდან სწრაფად წავსულიყავი" - რა შეემთხვა ინდოელ მსახიობს საქართველოში?
"ქართულად რაღაცას მიყვიროდა და მეუბნებოდა, ქვეყნიდან სწრაფად წავსულიყავი" - რა შეემთხვა ინდოელ მსახიობს საქართველოში?
ინდური გამოცემა «National Herald» აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით "ინდოელი მსახიობი ქალი საქართველოში საპასპორტო კონტროლის დროს რასიზმის გამოვლენის წინაშე აღმოჩნდა".

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ინდოეთის ბოლივუდის მსახიობმა რიჩა ჩადჰამ, როცა მან საქართველოში გადაღებებები დაასრულა, ქვეყნიდან გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ქართველმა ჩინოვნიკმა რასისტული დამოკიდებულება გამოავლინა. "მან ჩემი პასპორტი მაგიდაზე დააგდო, ქართულად რაღაცას მიყვიროდა და მეუბნებოდა, ქვეყნიდან სწრაფად წავსულიყავი. სამწუხაროა, რომ ქვეყნიდან წასვლის დროს ასეთ ადამიანებთან გვიხდება ურთიერთობა", - დაწერა მსახიობმა "ტვიტერში" ხუთშაბათს,
20 სექტემბერს.

მსახიობმა ასევე გაიხსენა თბილისში "ყველაზე კეთილ ტაქსისტთან" შეხვედრაც: "იგი ძალიან გულთბილი და კეთილი კაცი იყო. მან საქართველოს დედაქალაქზე კარგი წარმოდგენა შემიქმნა: უარი თქვა დამატებით, ზედმეტ გასამრჯელოზე და სულ იღიმებოდა. ცხადია, ჩვენ მხოლოდ ჟესტებით ვუხსნიდით ერთმანეთს, მაგრამ მივხვდი, რომ კეთილი გული ჰქონდა", - წერს
რიჩა ჩადჰა.

მსახიობი პასუხობს "ტვიტერის" ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას: "ფანატიზმი, სექსიზმი, რასიზმი, კლასობრივი დისკრიმინაცია - ეს უკვე წარსულის გადმონაშთებია და თუ მათ გამოვლინებას დავინახავთ, ის არ უნდა დავმალოთ. რასაკვირველია, ადამიანები ძირითადად კარგები არიან, მაგრამ ის ქალი ურჩხული აღმოჩნდა".

რიჩა ჩადჰა საქართველოში ფილმ Inside Edge-ს მეორე ნაწილის გადაღებებზე იმყოფებოდა. (წყარო)
შენიშვნა: იგივე მასალა გამოქვეყნებულია ინდური მასმედიის სხვა საშუალებებშიც.

მოამზადა სიმონ კილაძემ


მარინა
23 სექტემბერი 2018 17:09
ინდოეთში ქალების გაუპატიურება ჩვეულებრივი მოვლენაა. კასტები დღემდე არსებობს. ტუალეთის მრეცხავის ოჯახში თუ დაიბადე სხვას ვერაფერს მიაღწევ.... ესენიც რომ საქართველოზე ილაპარაკებენ.
X
23 სექტემბერი 2018 15:22
გიდად ვმუშაობ (აზიელი ტურისტები მყვას ხოლმე) და ძალიან ხშირად უბრლაო მოსახლეობა ღიზიანდება მათ დანახვაზე, ამბობენ რომ აქ ჩასასახლებლად ჩამოდიან, მათ სურს ყველაფრის მიტაცება და აშ. სინამდვილეში ამ ჩემი ტურისტების უმეტესობა მეორედ აქ დამბრუნებელი არ არის, მაგრამ ვერავის ვაჯერებ. სამწუხაროა რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალური და სხვა პრობლემების გამო ვადანაშაულებთ ვიღაც სხვას, მათზე ვიყრით უნებლიედ ჯავრს და საკუთარ ქვეყანას ცუდად წარმოვაჩენთ...რაც არ უნდა სითბოთი და სიყვარულით მოეპყრა ადამიანს ერთი ცუდად შეხედვა, აწეული ტონი (არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე) და მაშინვე რაღაც ცუდს ფიქრობს, ხშირად იმაზე უარესს ვიდრე ხდება ;)))
ზაზა
23 სექტემბერი 2018 07:11
საქართველოდან ყველა გასაყრელია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები