რუსთავში, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენებაზე დაეცა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

"ინტერპრესნიუსი"