"არავის ეგონოს, რომ გლოვა დამთავრდა" - რას მოითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი? - კვირის პალიტრა

"არავის ეგონოს, რომ გლოვა დამთავრდა" - რას მოითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი?

პანკისში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობლები და ადგილობრივები აქციას მართავენ. ისინი სოფელ დუისის სასაფლაოსთან შეიკრიბნენ და პანკისობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილი ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ღონისძიებების გამართვა არასწორია.

"მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს და ორი კვირაა თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მართავს, არავის ეგონოს, რომ გლოვა დამთავრდა. ამ ღონისძიებებით უნდათ მოგვისყიდონ. აქვე საფლავთან ატარებენ ამხელა ღონისძიებას, მაშინ, როდესაც საქმე გამოძიებული არ არის და ჩემი ძმის მკვლელები თავისუფლად დადიან. მოვითხოვთ, არ ჩატარდეს პანკისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დამ ნატა მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო