როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22-24 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22-24 სექტემბერს

22 - 24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 - 24 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 22 - 24 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.