"ერთი წლის გოგონა ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა" - დაშავებული პატარა რუსთავიდან თბილისში გადმოყავთ - კვირის პალიტრა

"ერთი წლის გოგონა ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა" - დაშავებული პატარა რუსთავიდან თბილისში გადმოყავთ

ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან, თბილისში გადმოყავთ.

როგორც „ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენების სახურავზე დაეცა. ვარდნის შედეგად გოგონას თვალის არეში ჭრილობა აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.