"როცა ლამაზი ხარ, თვლიან, რომ ან სულელი ხარ, ან - დათმობაზე უნდა წახვიდე" - კვირის პალიტრა

"როცა ლამაზი ხარ, თვლიან, რომ ან სულელი ხარ, ან - დათმობაზე უნდა წახვიდე"

"როდესაც შვილი გამიჩნდა, ყველაზე უკეთ მაშინ გავაცნობიერე, რომ კარგად ყოფნისთვის ფული მჭირდება"

ნინი ონიანი ახალ ტელესერიალში მონაწილეობს, რომელსაც მაყურებელი "კომედი არხზე" იხილავს. ასევე, დაახლოებით 1 წელია, რაც მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც დირექტორის ამპლუაში უძღვება... ქალბატონებს, რომლებსაც საქმეში რეალიზება სურთ, ურჩევს: საკუთარი თავის სჯეროდეთ, არ იფიქრონ, რომ სუსტები არიან და მიზნებისთვის იბრძოლონ...

- ცხოვრების ამ ეტაპზე მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ: მაქვს ლიმფოდრენაჟის სტუდია, სადაც ქალბატონები წონაში იკლებენ, ცელულიტს იშორებენ... მოკლედ, ქალების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. გარდა ამისა, ტელევიზიაში გადაღებები მაქვს - რეკლამებში, კლიპებშიც მიღებენ... ეს საქმე ძალიან მიყვარს და ვერ მივატოვებ.

- თუ გახსოვს პირველი ჰონორარი როდის და რისთვის მიიღე? - ბავშვობაში, 6-7 წლისასაც ამიღია, მაგრამ არ მახსოვს... 8-9 წლის წინ, სერიალ "დეტექტივებში" რამდენიმე ეპიზოდში ვმონაწილეობდი (ცოტათი თამამი სცენები იყო). 1.000 ლარი მივიღე, ეს მაშინ იმდენად დიდი თანხა იყო ჩემთვის, რომ ჭკუაზე არ ვიყავი!..

- შენთვის ფული რას ნიშნავს? მისი მნიშვნელობა როდის გააცნობიერე? - არავინ მითხრას, რომ მისთვის ფული მნიშვნელოვანი არ არის - ეს ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა ელემეტარულად იმისთვის, რომ არ გშიოდეს და არ გციოდეს, ასევე - კარგად გამოიყურებოდე, თავის მოვლა შეგეძლოს, სურვილები დაიკმაყოფილო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი მოგზაურობაა. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც თანხა მქონდეს გადანახული ახალი ქვეყნის სანახავად, ახალი ემოციების განსაცდელად, რაღაც ახლის აღმოსაჩენად... როდესაც შვილი გამიჩნდა, ყველაზე უკეთ მაშინ გავაცნობიერე, რომ კარგად ყოფნისთვის ფული მჭირდება. რაც დედა გავხდი, მივხვდი, მატერიალური შესაძლებლობა ბევრად მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე მანამდე ვფიქრობდი.

- ოდესმე სამსახურის მოსაძებნად "სივი" გაგიგზავნია? - არა, ასე სამსახური არასოდეს მიძებნია. პროფესიით ფარმაცევტი ვარ და ერთხანს პოლიკლინიკაში ვმუშაობდი, მაგრამ მალე გავაცნობიერე, რომ ეს "ჩემი" საქმე არ იყო და ასე ვთქვათ, ხელოვნების სფეროში გადავინაცვლე. ოფისში, სადაც დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე უნდა იყო, მუშაობის სურვილი არასოდეს მქონია და არც მიძებნია. "სივი" არსად გამიგზავნია, მაგრამ კასტინგებზე, იცოცხლე, ბევრჯერ ვყოფილვარ.

- სამსახიობო სფეროში ჩაბმის შენი პირველივე მცდელობა წარმატებული იყო? - რომ გითხრა, რამდენ კასტინგზეც ვიყავი, ყველა წარმატებული იყო-მეთქი, მოგატყუებ: პირიქით, უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

- თუმცა ფარ-ხმალი არ დაგიყრია... - არა, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი რამ მომხდარა, მაგრამ ყოველთვის ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი.

- ფინანსური თვალსაზრისით, კრიზისი შეგქმნია? გაგრძელება