"ჰეროკრატიაში" ალანა გაგლოევას როლი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი"
"ჰეროკრატიაში" ალანა გაგლოევას როლი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი"
"ცინიზმი, დაცინვა მიგრძნია. პერსონაჟთან ისე მაიგივებენ და ჰგონიათ, რეალურად ის ვარ, რომ უხერხული სიტუაციები ყოფილა"

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ხატია ბრაჭული ქართველმა ტელემაყურებელმა გაიცნო. ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ყოფილა და წარმატებაც, გულისტკენაც და დიდი სიხარულიც... დღეს ის 27 წლის გახლავთ და პროფესიულ საქმიანობას მიზანდასახული, იმედით აღსავსე, დიდი შემართებით აგრძელებს...

- როგორ ხარ, ზაფხული როგორ გაატარე?

- ჩემთვის გასული ზაფხული ერთ-ერთი კარგი, დასამახსოვრებელი იყო, რომელიც ძალიან
საინტერესოდ დაიწყო: თეატრიდან იტალიაში, კერძოდ - ბარიში გასტროლი გვქონდა. ქართველი ემიგრანტებისთვის თამაზ ბიბილურის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "ვიღაც გვეძახის" (რეჟისორი მურად ვაშაკიძე) წავიღეთ. დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ. იქ ყოფნა ძალიან ემოციური იყო... შემდეგ თურქეთში, სტამბოლში ვიყავით. მოკლედ, ეს ყველაფერი დაუვიწყარი გახლდათ!.. შემდეგ საქართველოში, ხევსურეთში, ბარისახოში
ვიყავი, ზღვისპირეთიც მოვიარე. ასევე, ბევრ კონცერტს დავესწარი. ბუბა კიკაბიძის 80 წლის იუბილეზე გახლდით, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საინტერესო სტუმრები იყვნენ... ლამაზი, ფერადი და საინტერესო ზაფხული მქონდა.

- რა გჭირდება იმისთვის, რომ დარწმუნებით თქვა - ჩემი არდადეგები შედგაო?
- ის, რაც მაგალითად, ამ ზაფხულს იყო: საზღვარგარეთაც ვიყავი, ზღვაზეც, მთაშიც, დრო მეგობრებთან, საინტერესო ხალხთან ერთად გავატარე, ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი... საინტერესო, მრავალფეროვანი, აქტიური დასვენება მიყვარს!..

- საქმეში რა სიახლე გაქვს?
- რეი კუნის კომედიაში - "მოუხელთებელნი" (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) დამაკავეს, რომელიც თეატრალური ფესტივალის პროგრამაშია ჩასმული. შემდეგ სომხეთში გასტროლები გვექნება - სექტემბრის ბოლოს იქაც თეატრალური ფესტივალი იმართება...

- გაიხსენე ის პერიოდი, როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდი და მაშინდელი ხატია დღევანდელს შეადარე...
- ეს იყო პერიოდი, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიდი ენთუზიაზმით, იმედებით აღსავსე, მოტივირებული ვიყავი, რომ ქართულ ბაზარზე დავმკვიდრებულიყავი, როგორც მსახიობი. პირველად სერიალ "დეტექტივებში" გამოვჩნდი - მკვდრის როლი შევასრულე (ტყუპი დების როლს ვასრულებდი, რომელთაგან ერთ-ერთი ცოცხალი გადარჩა). დიდი არაფერი ყოფილა: უბრალოდ, მაშველებმა ჩემი გმირი მტკვრიდან ამოიყვანეს. მთელი გადამღები ჯგუფის ოვაციები მახსოვს - ყოჩაღო!.. ჩემთვის ეს იმხელა შემართება და ძალა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი - უფრო მეტს შევძლებდი. ეს საწყისი ეტაპი გახლდათ. დღესდღეობით, ისევ ისეთი შემართებით, მიზნებითა და იმედებით აღსავსე ვარ. კიდევ ბევრი რთული გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მჯერა, წარმატებას მივაღწევ. შეიძლება, დღეს პოპულარული ვარ, თეატრში, კინოში თუ სერიალში არაერთი როლი ვითამაშე. უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ალბათ, მაშინდელ და ახლანდელ ხატიას შორის ის განსხვავებაა, რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ახლა უფრო ჩამოყალიბებული ვარ და თუნდაც ჩემს პროფესიას უფრო სხვანაირად ვუყურებ. მაშინ უბრალოდ, მთავარი იყო, მეთამაშა, დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვაფასებ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა როლი დაგიწუნებია, შემოთავაზებაზე უარი გითქვამს?
- კი, ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. მაგალითად, ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას სერიალი გახლდათ, რომელში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი, ასევე - 1-2 რეკლამაზეც... ფილმში მონაწილეობაზეც მითქვამს უარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემთვის ასეთი როლების შესრულება ჯერ ნაადრევია - მინდა, მაყურებლებმა ჩემი შესაძლებლობები სხვა კუთხით გაიცნონ.

- "ჰეროკრატიაში" ვისი როლის შესრულებას გთავაზობდნენ?
- მგონი, ალანა გაგლოევასი, ზუსტად არ მახსოვს და მონაწილეობისგან თავი შევიკავე.

- შენი უარის მიზეზი რა იყო?
- ცოტათი თამამი სცენა იყო და არ მინდოდა, ამ სცენაში მეთამაშა. იმიტომ კი არა, რომ მე ასეთ როლებს არასოდეს შევასრულებ და რაიმე პროტესტი მაქვს? არა. უბრალოდ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. 1-დღიანი პოპულარობა არ მინდა. შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს და ამის დროც მოვა... გაგრძელება


mawaka
23 სექტემბერი 2018 20:14
magaze fiqric ki sasacioa, vinc gaigiicebs filmis personajran,I I ra sacodavebi arian? saertod gartymashi ararian arc filmis da spektaklebze xom zedmetia laparaki, tanac mag xalxs xom kompleqsebi wamt, da ambiciebi,...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?