"ჰეი, თქვენ, არაგველებო..." - როგორ აღინიშნება კრწანისის ომში დაცემული არაგველების ხსენების დღე - კვირის პალიტრა

"ჰეი, თქვენ, არაგველებო..." - როგორ აღინიშნება კრწანისის ომში დაცემული არაგველების ხსენების დღე

24 სექტემბერს ორშაბათს კრწანისის ველზე და 27 სექტემბერს ხუთშაბათს ჟინვალში, აღინიშნება წმინდანად შერაცხული სამასი არაგველების ღონისძიება, რომელიც ტარდება საპატრიარქოსთან არსებული სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით.

წელს დასტურები არიან წოწკოლაურთა საგვარეულოს წევრები, რომლებიც 2019 წლისთვის დასტურობას გადააბარებენ ხარხელაურთა საგვარულოს წევრებს.

ღონისძიება გაიმართება 24(11) სექტემბერს კრწანისის ველზე და 27(14) სექტემბერს ჟინვალში 300 არაგველის მემორიალთან.

სიმბოლურად დაინთება სამასი სანთელი. გიწვევთ ყველას რათა დანთებული სანთლით და წითელი ღვინით პატივი მივაგოთ 1795 წელს გმირულად დაცემულ წინაპართა ხსოვნას, რომელთაც ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლ დათმეს ქვეყნის მომავლისათვის და ნათელი პირებით წარსდნენ გმირი წინაპრების წინაშე

კრწანისში 24 სექტემბერს 12 საათზე დაიწყება ღონისძიება, ხოლო 27 სექტემბერს ჟინვალში ტრანსპორტი გავა სამებიდან და ღონისძიება დაიწყება დაახლოებით ორ საათზე.