"მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი"
23-09-2018
"მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი"
მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მეუფე ანტონის თქმით, მისთვის სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი საპრეზიდენტო კანდიდატია. „მე ვიცი, რომ არ გახდება და თუ გახდა, მე ვცდილობ, როგორ დავტოვო საქართველო და არ ვიცხოვრო საქართველოში იმიტომ, რომ ვიცი, მომიწევს ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახეს და ჩემს ყოფას... მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის
სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც მასეთი აზროვნებით იქნება...“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

ჟურნალისტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტისგან დაინტერესდა, დაეფიქსირებინა პოზიცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა. "ცუდად გამომივა... არ მინდა.., ვფიქრობ, ვერ აზროვნებს საღად. დავუშვათ, ასეც
რომ ყოფილიყო, ყველა დონეზე ასეც რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვა", - განაცხადა მეუფემ. მისივე თქმით, ასეთი ადამიანის ხელში ძალაუფლება საშიშია. „ამას დიდი დასკვნა არ უნდა. არ გამხდარა და ასე არის და რომ გახდება, შეეცვლება უკეთესობისკენ აზრი?! მე ნამდვილად არ მინდა იმ საქართველოში ცხოვრება... შეიძლება, თავშესაფარი ვითხოვო", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

"ინტერპრესნიუსი"
12345
23 სექტემბერი 2018 13:29
თურმე ისეთი რაღაცეების კეთება მოუწევს რაც არშეეფერება მის სახეს , მის ყოფას ანუ ეს კაცი არ უნდა იყოს მაგ ადგილზე.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები