"ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და იმედია, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მომავალშიც არ იქნება მიღებული" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და იმედია, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მომავალშიც არ იქნება მიღებული"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იმედოვნებს, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი მომავალშიც არ იქნება მიღებული. როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და ამ დროისთვის კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.

"თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება", - განაცხადა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"