"ორი დღის მოყვანილი ცოლი გაძარცვა და სათამაშოდ გაიპარა"
"ორი დღის მოყვანილი ცოლი გაძარცვა და სათამაშოდ გაიპარა"
"ისევ თამაშობს... მათი სახლიდან დედის გოდება და ლევანის ყვირილი ხშირად ისმის. მამამისმა სამსახურს თავი მიანება, უფლება არა მაქვს, სხვის შვილებს­ რამე ვასწავლო ჩემი შვილის პატრონმაო"

ეს ამბავი შოკის მომგვრელი და წარმო­უდგენლად მძიმეა. ისტო­რიის გმირები ორი წელია იმ მწარე რეალობაში ცხოვრობენ, რასაც აზარტულ თამაშებს შეწირული ცხოვრება ჰქვია... ლევანისა და ნათიას ერთწლიანი რომანი 2016 წელს ჰეფი ენდით უნდა დასრულებულ­იყო, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა... ქორწილის მეორე დღეს დილით გაღვიძებულ გოგონას საწოლში არც მეუღლე
დახვდა და ვერც ქორწილში ნაჩუქარ ძვირფასეულობას მიაგნო. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სიძე უგონოდ იპოვეს - თვითმკვლელობა უცდია. გადარჩა, თუმცა...

ლელა, ოჯახის ახლობელი: - სიყვარულით შექმნილ ოჯახს ქორწილის მეორე ღამეს რომ დაანგრევ და ცოლს გაძა­რცვავ, ამას ახსნა არა აქვს. ნათია დედისერთაა და მთელი ცხოვრება­ დაჰფოფინებდა ოჯახი. ქორწილიც
დიდებული გადაუხადეს. ლევანს პედაგოგი მშობლები ჰყავს, პატიოსანი და მშრომელი ხალხი...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რაი­ონში ინტერნეტი შემოიყვანეს. ლევანი ონლაინთამაშებში ჩართულა და ეს მხოლოდ განქორწინების შემდეგ გავიგეთ. თავდაპირველად უმნიშვნელო თანხებით დაუწყია თამაში, მერე კი აზარტმა მეტი და მეტი ხარკი მოითხოვა. ლევანის ოჯახს რაიონში დიდ პატივს სცემენ. მისმა მშობლებმა უამრავი ახალგაზრდა დააყენეს გზაზე, მაგრამ შვილმა გამოუტანა განაჩენი...

ქორწილში ნაჩუქარი ფული და ძვირფასეულობა ლევანს შინ ეგულებოდა, ორი დღის მოყვანილი ცოლი გაძარცვა და სათამაშოდ გაიპარა. დილით ნათიამ ქმარი რომ ვერსად ნახა, მობილურზე დაურეკა. გამორთული ჰქონდა. მერე მეგობრებთან მოიკითხა და მათაც არაფერი იცოდნენ. საღამომდე რომ არ გამოჩნდა, ტაქსი გამოიძახა და ფულის ასაღებად მისულმა აღმოაჩინა, რომ ადგილზე ერთი თეთრიც აღარ იყო. მერე ოქროულს დაუწყო ძებნა და ვერც ამას მიაგნო...

ლევანს გარეუბანში, სადაც ლომბარდები და ბანკებია, უკვე გონდაკარგულს მიაგნეს. ექიმებმა მიზეზად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია დაასახელეს... მეორე დღეს გონზე მოსულმა ყველაფერი აღიარა.
ნათიამ ქმრის მობილურში ინტერ­ნეტკაზინო­ ნახა გახსნილი და იმ დღესვე დაბრუნდა მშობლების სახლში, თუმცა იმდენად კეთილშობილი გოგონაა, ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში ლევანის სანახავად და სანამ შინ არ გამოწერეს, თავს დასტრიალებდა. მას შემდეგ ახლოს აღარ გაჰკარებია. თვალებიდან არ ამომდის კლინიკაში ნათიას გაფითრებული სახე... მას შემდეგ გაღიმებული აღარ გვინახავს. თითქოს იმ დღეს დაასრულა სიცოცხლე. ერთი თვის წინ ბაზარში შემხვდა და ვუთხარი, აუცილებლად უნდა იფიქრო პირად ცხოვრებაზე, შვილი ხომ მაინც გინდა, დედა ხომ უნდა გახდე-მეთქი? ძლივს გასაგონი ხმით მიპასუხა: ვიღას უნდა ვენდო, ან ცოლად სხვას როგორ გავყვე, როცა დღემდე ლევანი მიყვარსო.

- როგორ წავიდა ლევანის ცხოვრება?
- ისევ თამაშობს... როცა ფულს ითხოვს და უარს იღებს, ისეთი აგრესიულია, მშობლებს ეშინიათ, უბედურება არ დაატრიალოს. მათი სახლიდან დედის გოდება და ლევანის ყვირილი ხშირად ისმის. მამამისმა სამსახურს თავი მიანება, უფლება არა მაქვს, სხვის შვილებს­ რამე ვასწავლო ჩემი შვილის პატრონმაო... აღარც გარეთ გამოდის, იშვიათად ჩნდება რაიონში. დედა ეკლესიაში ეძებს ხსნას. ნათესავებიც ცუდ მდგომარეობაში ვართ, ლევანი მუდმივად ფულს ითხოვს. კონფ­ლიქტი რომ ავიცილოთ, იძულებული ვხდ­ებით, მივცეთ. ეს კი დათვური სამსახურია... როგორც გავიგე, ერთმა ბიჭმა დააწყებინა თამაში - ჯეკპოტი თუ დაგეცა, ერთიანად გამდიდრდებიო. იოლი ფულის შოვნის პერსპექტივა მოეწონა ამ საცოდავ ბიჭს და ასე ჩაეფლო ჭაობში, საიდანაც ვეღარ ამოდის. ერთ დროს ყველაზე მშვიდ, ზრდილობიან და დამყოლ ბიჭს ახლა შუშის თვალები აქვს. ასე როგორ აკარგვინებს სახეს თამაში, არ ვიცი. დღემდე ვერ გაუაზრებია, რომ ნათია მისთვის დაკარგულია. ცალკე ის უბედური გოგო ყველას გვეკითხება ლევანის ამბავს, მაგრამ შეურაცხყოფას ვერ პატიობს.

რა ქნან გაუბედურებულმა მშობლებმა, შვილს ხომ ვერ მოიკვეთენ. ხან ბავშვივით ტირის, აღარ მინდა თამაში, მაგრამ თავს ვერ ვერევიო. დედამისი როგორ გაუმკლავდეს ამდენ ვალს და თან ლევანის დაუსრულებელ ფულის თხოვნას, აღარ იცის. მამამისი შვილის დარდმა გადაიყოლა, ცოცხალ-მკვდარია.

- თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი?
- გამოსავალი მაშინ დავინახე, როცა მთავრობამ აზარტული თამაშების შეზღუდვაზე დაიწყო ლაპარაკი. სტატუსის იდეაც მისაღებია, სასამართლოში მიმართვის საფუძველზე რომ აღარ დაუშვებენ სათამაშო დაწესებულებაში, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მისულა, ძალიან გაჭიანურდა, მიჩუმათდა... ამასობაში იმდენი ოჯახი ჩაეფლობა ჭაობში, მათი ამოყვანის პერსპექტივა აღარც იქნება. მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ყოველი დღე გადამწყვეტია მათთვის, ვინც აზარტს ამაოდ ებრძვის. ახალგაზრდები იღუპებიან. თითქოს ეს არ კმაროდა და ახლა მარიხუანას პლანტაციებიო... ჩვენთან გამოსავალზე მხოლოდ საუბრობენ, საქმე არ კეთდება. მე ამ თაობას დაკარგულს ვეძახი...

P.S. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში უამრავი `ლევანია~. შემზარავია სათამაშო­ დაწესებულებებთან გავლა და ახალგაზრდების თვალებში ჩახედვა. საგანგაშოდ მზარდია ონლაინკაზინოებში ჩართულთა რიცხვიც. ეს ის შემთხვევაა, როცა დროს დრო აღარ აქვს, როცა სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს საყოველთაო პრობლემა. აზარტი დასამარცხებელია, ეს ბრძოლა მოსაგებია, რათა ადამიანურად ვიცხოვროთ...
ნინო
01 ოქტომბერი 2018 17:54
შტეფან ცვაიგი ,,24 საათი ქალის ცხოვრებიდან"
გიორგი
30 სექტემბერი 2018 12:51
მეც ვარ აზარტული და ვთამაშობ კიდეც წლებია უკვე არც ვალი მაკვს არც ოჯახი დამინგრევია და არც მეგობრები დამიკარგავ/// მაკვს ვთამაშობ არ მაკვს არა///და სისულელე მგონია რომ ეს ავადმყოფობაა ეს არის თავის თავის და ახლობლების მიმართ ფეხებზე ვკიდია დამოკიდულება და მეტი არაფერი
გაგო
29 სექტემბერი 2018 15:28
როგორც გიტლერმა ებრაელებზე იძია შური, ივანიშვილსაც, თავისი სვეგამწარებული ბავშობისათვია ქართველ ხალხზე სურს შური იძიოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები