წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლულ ბავშვებს დიზენტერია დაუდგინდათ - კვირის პალიტრა

წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლულ ბავშვებს დიზენტერია დაუდგინდათ

წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მკურნალმა ექიმმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განუცხადა.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფო "მედიქალ სითიში" ათი ბავშვი რჩება, აქედან ექვსი დღესაა ჰოსპიტალიზებული. სულ სამი დღის განმავლობაში წყალტუბოს ბაღებიდან ქუთაისში 32 ბავში გადაიყვანეს.