მოსალოდნელია ქარი და წვიმა - ამინდი ხვალიდან გაუარესდება - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია ქარი და წვიმა - ამინდი ხვალიდან გაუარესდება

26-27 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 5-6 გრადუსით კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე დაიწევს.

როგორც გარემოს ერონული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხვალ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხვალ დღე უნალექოდ ჩაივლის.