"მიხარია, ასეთმა პატარამ რომ შევძელი და ვასახელე საქართველო"
"მიხარია, ასეთმა პატარამ რომ შევძელი და ვასახელე საქართველო"

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე ორიოდე კვირის წინ იაპონიაში დედასთან ერთად გაემგზავრა, "ტოიოტას" გლობალური კონკურსის ფინალურ დაჯილდოებაში რომ მიეღო მონაწილეობა და "ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის" ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა. მისი ნახატი მსოფლიო მასშტაბით 650.000 ნამუშევარს შორის შეარჩიეს და საუკეთესო ათეულში მოხვდა. ვან გეგა, როგორც ქუთაისელები ეძახიან, პირველი მონაწილეა, ვინც საქართველოს სახელით ამ კონკურსის ფინალში გავიდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე საკუთარი ქვეყნის უკეთესად წარმოსაჩენად პატარა ქართველი ჩოხა-ახალუხით წარდგა. როგორც დედამისმა, ქრისტინე მესხმა მითხრა, გეგა
ხშირად ხატავს სხვების გასახარად და ჩუქნის მათ, ვისგანაც სითბოსა და სიყვარულს გრძნობს. ბევრი საინტერესო და უცნაური ოცნებაც აქვს 8 წლის ვან გეგას.

- თავიდან ქუჩაში მხატვრობითა და ნახატების გაყიდვით ვცადე გეგას გამოფენისთვის ფულის მოგროვება. პირველი გამოფენა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარდა. ამაში ერთი ქალბატონი -
ენდი ძიდავა ძალიან დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობელი ვარ მისი. გეგამ 3 წლიდან დაიწყო ხატვა. როგორც ყველა დედას, მეც მინდოდა, ხელოვნებით დაინტერესებულიყო, თუნდაც თერაპიის მიზნით. თავდაპირველად მულტფილმებისა და ზღაპრის პერსონაჟების, ასევე, დინოზავრების ხატვა დაიწყ
ო. მერე რელიგიური თემატიკით დაინტერესდა. ქუთაისში ლევან გოგოტიძის სტუდიაში 6 თვის განმავლობაში იარა, მაგრამ ვეღარ შევძელით თანხის გადახდა და თავი დავანებეთ. გადავწყვიტე, სამხატვრო ენციკლოპედიები და მიმდინარეობები შემესწავლა, რომ მიღებული ცოდნა გეგასთვის გადამეცა. ვცდილობდი, ისეთი გარემო შემექმნა, რაც ხატვაში ხელს შეუწყობდა - გამყავდა ბუნებაში, თან მიგვქონდა მოლბერტი, ბავშვები ხატავდნენ, მე კი ვწერდი, ვუსმენდით კლასიკურ მუსიკას, ამის გარეშე არ შეგვიძლია. თვითონაც ხელოვანი ვარ ბუნებით, ვქმნი სამკაულებს, ხელნაკეთ ნივთებს, ვწერ ლექსებს, ჩანახატებს, ბავშვობაში ვხატავდი კიდეც, პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ. ჩემი 5 წლის გოგოც ხატავს. გეგა ნახატებს რომ გააჩუქებდა ან გაყიდდა, ენანებოდა და ასლებს აკეთებდა, გული რომ არ დასწყვეტოდა და სამახსოვროდ დარჩენოდა.

- პირველი წარმატება გეგამ როდის მოიპოვა?
- კონკურს "სიზმარაში" გაიმარჯვა პირველად და ჟიურის რჩეული გახდა, ისე, 8 კონკურსის გამარჯვებულია. ქართული ღვინის პალატამაც შეიძინა მისი ნახატი, ბოლოს კი "ტოიოტას" კონკურსი იყო. საერთოდაც, კონკურსების მოძიება იმიტომ დავიწყე, რომ გეგას წარმატებისთვის მიეღწია და ამ კონკურსებიდან აღებული თანხა ისევ მისი განვითარებისთვის გამოგვეყენებინა. ძალიან ძვირია საღებავები და სხვა სამხატვრო აქსესუარები, მაგალითად, ხუთფერიანი ხარისხიანი ზეთის საღებავი 42 ლარი ღირს. რამდენჯერ ისე წამოვსულვარ თბილისში კონკურსზე, რომ უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მქონია. მარტოხელა დედა ვარ, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, 2 შვილი მარტომ გავზარდე, წვალებითა და ტანჯვით მოვედი აქამდე. სიმწრით მაქვს გადახდილი თითოეული თეთრი და ამიტომაც განსაკუთრებულად მახარებს გეგას წარმატება. გაგრძელება

ეთერი
27 სექტემბერი 2018 16:09
სიკეთე და სიხარული არ მოგაკლდეს პატარავ
...
26 სექტემბერი 2018 14:04
ღმერთმა გაცოცხლოს დიდხანს შენი დედიკოსა და სამშობლოს სასახელოდ. გაიხარე და გვასახელე
ირმა
26 სექტემბერი 2018 13:35
ასეთ ბავშვებს უნდათ ხელის შეწყობა!! არადა რამდენი ასეთი ნიჭიერი ბავშვია საქართველოში.ყოჩაღ დედას. სულწარმატებები!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები