"რამდენიმე წლის წინ ძმა გარდაეცვალა" - რას ჰყვებიან დიმიტრი ტატიშვილზე ახლობლები? - კვირის პალიტრა

"რამდენიმე წლის წინ ძმა გარდაეცვალა" - რას ჰყვებიან დიმიტრი ტატიშვილზე ახლობლები?

დიმიტრი ტატიშვილი, რომელიც 24 სექტემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ყველას იმ გახმაურებული სიკეთით ახსოვს, როცა მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლობლებს არ ჯერათ, რომ დიტომ თავი მოიკლა.

როგორც mshoblebi.ge-სთან მისი მეგობარი, გიორგი სამხარაძე ამბობს, ის ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანი იყო. ასევე მისი ინფორმაციით, დიტოს ძმა ჰყავს გარდაცვლილი რამდენიმე წლის წინ, ავარიაში.

"გაგიჟებული ვარ, ეს რა მოხდა, გული მეწვის, შოკირებული ვართ მთელი სამეგობრო, რა გითხრათ, არ ვიცი. სულ იცინოდა, შრომობდა, უდიდესი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ბოლოს სკაიპით ვისაუბრეთ და ვესიყვარულეთ ერთმანეთს. პირადად დიდი ხანია აღარ მინახავს, ემიგრაციაში ვარ სამი წელია. ძალიან გული მწყდება, რომ ამ დროს არ ვარ აქ".

დიტოს გარდაცვალების ამბავს ახლობლებლები და მეგობრები მის ფეისბუქგვერდზე ეხმაურებიან:

"რატომ დაგვადუმე და გაგვიჩერე ძარღვებში სისხლი, რას გვერჩოდი? ბიჭებს ვერ ვუყურებ თვალებში, შენ მაგის გამკეთებელი რომ არ იყავი, ყველას გვეჯერა, უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი და სიცოცხლით აღსავსე სული სხვას ვერაფერს ვამბობ, გაციებული მაქვს მთელი სხეული..." გაგრძელება