"ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მგზავრები გოგონაზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა
25-09-2018
"ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მგზავრები გოგონაზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა
ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-შინდისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად 20 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მგზავრები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გოგონას სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

"მატარებელი დაეჯახა გოგონას. ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა. "სიგნალი" მისცა მემანქანემ, მაგრამ ხმა მაინც ვერ გაიგონა. 9 საათის მერე ვდგავართ და ველოდებით, მატარებელი როდის წავა", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ცნობისთვის, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე
20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა, გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული პირია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

"გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ,
რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები