"ძალიან მეცოდები ჩემო დახატულო" - ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა - კვირის პალიტრა

"ძალიან მეცოდები ჩემო დახატულო" - ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან დღეს უბედური შემთხვევა მოხდა - თბილისიდან შინდისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მატარებლის მემანქანეები უკვე გამოკითხეს.

"გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული ნანუკი ყელბერაშვილია. გოგონა ერთ-ერთ კომპანიაში ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობდა და თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.

გარდაცვლილის ახლობლები "ფეისბუქზე" გოგონას შესახებ წერენ:

"შარშან ამ დღეს რა ბედნიერები ვიყავით ერთად, დღეს კი ყველას გვიჭირს დაჯერება რომ ჩვენი ულამაზესი ნანუკი ჩვენს გვერდზე აღარ იქნება... ეს სიცოცხლით სავსე გოგო, ცხოვრებაზე და ყველაფერზე შეყვარებული, გულიანი, ღიმილიანი, უფერადესი ნანუკი აღარ გაალამაზებს და გაახარებს ვეღარც ჩვენს გუნდს (ჩვენს ოჯახს), ვერც საყვარელ ადამიანებს და ოჯახის წევრებს და ვერც თავის საბას... რომლებსაც ვერანაირი სიტყვით ვერ უთანაგრძნობ... გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მგზავრები გოგონაზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა