"არ დარჩენილა მოსიარულე რაიმე ტრანსპორტი, რომ არ მეტარებინოს თვითმფრინავის გარდა" - კვირის პალიტრა

"არ დარჩენილა მოსიარულე რაიმე ტრანსპორტი, რომ არ მეტარებინოს თვითმფრინავის გარდა"

ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავმა ქეთევან კიკნაძემ სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო ატვირთა, სადაც ქალბატონ ლალი ბადურაშვილთან ერთად მოტოციკლზე ზის.

როგორც kvirispalitra.ge - სთან საუბარში ქალბატონი ქეთი აღნიშნავს, ფოტო ბათუმშია გადაღებული:

"ახლა ვიხუმრე, მე არ მიმყავს მოტოციკლი, თვითონ მას მივყავარ-მეთქი, საერთოდ არ დარჩენილა მოსიარულე რაიმე ტრანსპორტი, რომ არ მეტარებინოს თვითმფრინავის გარდა. აი, მაგ თავხედობას ნამდვილად ვერ გავრისკავდი.

ბათუმში, გადაღებაზე ვიყავით, მაგრამ მოტოციკლი მასში არ ფიგურირებს. ერეკლე ბადურაშვილი იღებს ფილმს და იქ ერთი ეპიზოდი მაქვს, რომელსაც თურქ მსახიობთან ერთად ვასრულებ. ლალიც მონაწილეობს. ეს ფოტოც სასტუმროს მიდამოებშია გადაღებული. პატარა როლია, ეპიზოდური, მაგრამ ფილმის კულმინაციაა ძალიან მნიშვნელოვანი. ფილმს ჰქვია "ხიდი" - ამბობს მსახიობი.

ქეთევან კიკნაძე: გონებასა და გულში არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ წლებს ვითვლი

"მამამ რომ შემოიხედა, თქვა, მე აქ ფეხის შემომდგმელი არ ვარო" - სახლი, რომელიც დროში გამოგზაურებთ...