"საკმაოდ მძიმე ბავშვობა მაქვს გამოვლილი, არც ახლაა ყველაფერი მარტივად" - კვირის პალიტრა

"საკმაოდ მძიმე ბავშვობა მაქვს გამოვლილი, არც ახლაა ყველაფერი მარტივად"

"მუდმივად ყურადღების ცენტრში ვექცევი"

მერი ტარიელაშვილი საკმაოდ წარმატებული მოდელია, ორ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა და ორივედან გამარჯვებული დაგვიბრუნდა. ამბობს, რომ საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოიარა, თუმცა საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლის უნარი არასდროს დაუკარგავს.

ფოტოგალერეა

- როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

- ვფიქრობ, ძლიერი ქალები მხოლოდ სუსტ მამაკაცებს აშინებთ, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. სხვა შემთხვევაში პირიქით, გვერდით ძლიერი პარტნიორის ყოლა სჯობს.

- თავად სუსტი ხარ თუ ძლიერი? რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარეები? - თუ ძლიერი ადამიანის დეფინიციაში ისეთ თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, როგორიცაა მიზანდასახულობა, სიმტკიცე და გამძლეობა, მაშინ თავს ნამდვილად ძლიერ ადამიანად მივიჩნევ. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი... პრობლემის გადაჭრის უნარი მაქვს. მახსოვს, ხშირად დევიზად ვიყენებდი ფრაზას: "თუ არ იმოქმედა გეგმა "ა"-მ, მაქვს კიდევ 32 ასობგერა, რომ ვცადო". სუსტ მხარედ მიმაჩნია ემოციურობა, მიჯაჭვულობა. გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე ვარ.

- როდის ხდები ძლიერი? - ზოგჯერ ცხოვრებაში გვაქვს მდგომარეობა, როცა წვრილი პრობლემები კომპლექსურად გროვდება; როცა გარშემო ყველაფერი ისე გთრგუნავს, რომ წამით შესაძლოა სისუსტე და სასოწარკვეთილება იგრძნო. ზოგადად, რაც უფრო მაღლა იწევს ემოციური ფონი, უკუპროპორციულად კოგნიციის დონე ეცემა. სწორედ ამიტომ, აღელვებულ ადამიანს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. ასეთ კრიტიკულ მომენტებში მე არასდროს ვეცემი, განსაკუთრებით თუ ვინმეს ჩემი იმედი აქვს.

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ? - ჩემს ღირებულებებს არ შეესაბამება და ალბათ, იძულებული თუ არ ვიქნები, ჩემთვის მიზანი არც იქნება ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა. ჩემთვის საკმარისია "ის ერთადერთი" მამაკაცი ყოველთვის იყოს ჩემით მოხიბლული.

- ურთიერთობის ინიციატორი ყოფილხარ? რთულია შენი გულის მოგება? - მუდმივად ყურადღების ცენტრში ვექცევი, აქედან გამომდინარე, ურთიერთობის ინიციატორი ალბათ არასდროს ვარ. თუმცა, საკმაოდ მოღიმარი და კომუნიკაბელური გახლავართ, მიყვარს ადამიანები. რაც შეეხება "გულის მოგებას" - ამ ტერმინის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს. გრძნობა ან არის, ან არ არის. შესაბამისად, თუ არანაირი გრძნობა არ მაქვს, რაც უნდა გააკეთოს მამაკაცმა, ალბათ სულერთი იქნება. ყურადღება სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვაგვარად აღიქმება. ზოგი ადამიანის ნაჩუქარი "მთები" შესაძლოა, არაფერი იყოს იმ ერთადერთისგან ნაჩუქარ უბრალო ქვასთან შედარებით.

- გიტირია მამაკაცის გამო? გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა