ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაჟა-ფშაველაზე მდებარე "ავერსის" კლინიკაში განუცხადეს, მერაბიშვილს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

თავის მხრივ, მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, შს ყოფილი მინისტრის კლინიკაში გადაყვანის მიზეზები მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

"დღეს დილით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი "ავერსის" კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმება. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი", - აცხადებენ ადვოკატები.